·
სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ფილმების
ჩვენება - განხილვა.
პროექტის ბენეფიციარებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი -
,,შემგროვებელი ბოდფორდის ქუჩიდან“. ეს არის თბილი და ოპტიმისტური ფილმი მენტალურ დაავადებასა
და სიყვარულზე - ადამიანებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობებით სარგებლობენ და საზოგადოებისგან თანადგომას საჭიროებენ.
ჩვენების ბოლოს მოეწყო ფილმის მიმოხილვა. მოსწავლეებმა
გააცნობიერეს, თუ რას გრძნობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი, აღმოაჩინეს,
თუ როგორია ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის და ერთად განიხილეს თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ აღნიშნული კატეგორიის ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის
მიმართულებით.
პროექტს აფინანსებს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.